ჩოხატაურის საოლქო კომისიის წევრი ანდრო ნიკოლაიშვილი ნიუპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰყავს შერჩეული ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში მის სამსახურში არიან და ამისთვის მათ გარკვეული ქრთამიც დაურიგდათ:
„ოზურგეთის საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საუბნო კომისიები მტკიცდება. აღნიშნულ უბნებზე კონკურსი გამოცხადდა 5 სექტემბერს და დასრულდა ხუთ დღეში. 9 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტებს შემოჰქონდათ განცხადებები. ამ დროის მანძილზე ისეთმა პირებმა გამოთქვეს კონკურსანტობის სურვილი, რომლებიც წლების განმავლობაში არიან „ქართული ოცნების“ სამსახურში, რადგან ფაქტია, რომ ისინი ნეიტრალური წევრები არ არიან. შანშან ამ ადამიანებს მთელი რიგი დარღვევები ჰქონდათ, მასიურად აცდენდნენ, არღვევდნენ საარჩევნო კომისიაში მუშაობის წესებს. ჩვენ მივმართეთ განცხადებით ოზურგეთის საოლქო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ დანიშნონ რეალურად ნეიტრალური წევრები. არ ვითხოვთ, რომ ჩვენი ხალხი დანიშნონ, გვინდა, რომ ე.წ. ნეიტრალური წევრები არ წარმოადგენდნენ სახელისუფლებო მხარეს. ჩვენ არ გვქონდა კომისიაზე დასწრების უფლება და ოზურგეთის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს ვთხოვეთ, რომ ამ ფაქტზე სასაუბროდ მიგვიწვიოს. უარის მიღების შემდეგ ჩვენი ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კომისიაზე დასწრების უფლება ჰქონდა, შევიდა შიგნით, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ის ყველა სამართლებრივი წესის დარღვევით გამოაგდეს გარეთ. ახლა დაამტკიცებენ ისეთ წევრებს, რომლებიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე კოორდინატორებისგან აიღეს ქრთამი გარკვეული თანხის სახით“ - განაცხადა ანდრო ნიკოლაიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები






