"ამომრჩეველთა ის დიდი ნაწილი, რომელიც გამოკითხვის დროს არ ასახელებს კონკრეტულ მხარდამჭერ პარტიას, ოპოზიციურადაა განწყობილი“ - თეონა აქუბადია NDI- ს კვლევაზე
პოლიტიკა - 15:45, 14 Sep, 2020     735

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ამომრჩევლის ის დიდი ნაწილი, რომელიც გამოკითხვის დროს არ ასახელებს კონკრეტულ მხარდამჭერ პარტიას, ოპოზიციურადაა განწყობილი. ამასთან მიაჩნია, რომ წლევანდელი არჩევნები პარტიების მრავლფეროვნებით გამოირჩევა განსაკუთრებული არჩევნები გველის.

„NDI- ის კვლევებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც უარს ამბობს დაახელოს, თუ რომელ პარტიას უჭერს არჩვენებში მხარს, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების მხარდამჭერი. ბევრი მათგანი ღიად არ საუბრობს საკუთარ არჩევანზე, რაც კვლევებში ეს ნათლად გამოიხატა და 59 პროცენტი შეადგინა. წლევანდელი არჩევნები იქნება განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ მრავალპარტიული არჩევნები გველის და ამას ხელს უწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად დაწესებული ბარიერი. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროგრამები იმ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორცაა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, სამედიცინო კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემატური საკითხები და ა.შ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პარტია, რომელსაც გააჩნია კონკრეტული სტარტეგია და ხედვა. ყველაზე ადრე სწორედ, ჩვენმა პარტიამ შეიმუშავა და ჩვენ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობთ ჩვენს მნიშვნელოვან ხედვებს ქვეყენაში შექმნილი პრობლემების დაძლევის კუთხით, “ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42