ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ახალ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს
პოლიტიკა - 14:52, 14 Sep, 2020     528
საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ახალ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს,როგორც ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი.

"კერძოდ, ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის თვალსაზრისით.

ცვლილებების წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს არა საკუთრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატების სხვადასხვა ეტაპზე გადასვლის თაობაზე) დასაბუთებას, არამედ „საბჭოს მდივნის დასაბუთებას“, რომელიც აღწერილობითი ხასიათისაა, შეიცავს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმ მოტივებზე, რის გამოც საბჭომ სხვებისგან გამოარჩია კონკრეტული კანდიდატი. ამდენად, ცვლილება არ აუმჯობესებს არსებულ პროცედურას და მიღებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად არ აქცევს.

კანონპროექტის მეორე სიახლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური მექანიზმის შემოღებაა. კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჩივრის განმხილველი ორგანო დაადგენს დარღვევას, ეს არ იქნება მბოჭავი საბჭოსთვის, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ იარსებებს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. ამ ორგანოს წევრები დღეს უკვე არიან ის მოსამართლეები, რომლებიც პარლამენტმა მოქმედი ხარვეზიანი პროცედურის ფარგლებში აირჩია გასული წლის დეკემბერში. მაშინ, როდესაც თვით ამ მოსამართლეების შერჩევის პროცესში ადგილი არ ჰქონია დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო შერჩევის პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებები ჰპოვა ყველა მნიშვნელოვანი აქტორის მხრიდან (არჩეული მოსამართლეების ნაწილის როგორც კეთილსინდისიერება, ასევე კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დადგა) ბუნებრივია, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ვერ ექნება ნდობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს"- ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42