დარწმუნებული ვარ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების უმეტესობა ოპოზიციისკენ წავა - კახა ოქრიაშვილი
პოლიტიკა - 14:27, 14 Sep, 2020     929
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს სამაჟორიტარო ოლქში, კახა ოქრიაშვილი "ნიუპოსტთან" ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ NDI-ის კვლ;ევებს ენდობა.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ამომრჩეველი, რომელიც გამოკითხვისას არ ასახელებს თუ ვის მისცემს ხმას, ხელისუფლების მიერაა დაშინებული.

რაც შეეხება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს, მისი თქმით, "ამ ხმების უმეტესობა ოპოზიციისკენ წავა".

"NDI-ს კვლევა არის ძალიან სანდო იმიტომ, რომ 2012 წელს მისი კვლევისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. შეგიძლიათ, ინტერნეტში მოიძიოთ და ნახოთ, რომ 2012 წელს კვლევების მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა 37%-ს და აიღო 40% - მხოლოდ სამპროცენტიანი ცდომილება იყო, რაც სავსებით ნორმალურია. კვლევის მიხედვით, 12%-ს იღებდა „ქართული ოცნება“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 53%-ს ხმამაღლა არ გაუჟღერებია, ან გადაწყვეტილი არ ჰქონდა , თუ ვის მისცემდა ხმას. ციხის კადრების შემდეგ უკვე „ოცნებამ“ მიიღო 55%. დააჯამეთ ეს ორი რიცხვი და მიხვდებით, რომ NDI-ს კვლევები რეალურ სურათთან საკმაოდ ახლოს დგას.

ახლა რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელსაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას - რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მას ეშინია... წინა ხელისურლებაც აშინებდა, ეს ხელისუფლებაც აშინებს საზოგადოების წევრებს! უმწეოებს ეუბნებიან, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, პედაგოგებს დირექტორი ემუქრება, დირექტორს რესუსცენტრი და ასე შემდეგ"- კახა ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლსეობამ არ იცის ან არ ასახელებს კონკრეტულ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემს.

ამასთან, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 59%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს - NDI.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42