"ოცნება" მეტს ვეღარაფერს იზამს, ოპოზიციამ კი შიდა დაპირისპირებაზე უარი უნდა თქვას - თორნიკე შარაშენიძე NDI-ს კვლევებზე
პოლიტიკა - 14:17, 14 Sep, 2020     1032
"საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის" (GIPA) პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნიუპოსტთან NDI-ს კვლევებს ეხმაურება და იმ ამომრჩევლების პოზიციას აფასებს, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, არჩევნებზე რომელ პარტიას ან კანდიდატს აძლევენ ხმას. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს შანსი, გადმოიბიროს ამომრჩეველი, თუ სწორად გაუსვამს ხაზს მმართველი გუნდის რეალურ შეცდომებს:

"ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, უფრო მეტს ვერ იზამს... რაც შეეხება ოპოზიციას, ის უშვებს რამდენიმე სერიოზულ შეცდომას, მაგალითად ერთ-ერთი მთავარი შედცომაა რვა წლის განმავლობაში იმის ძახილი, რომ მთავრობა არის პრორუსული. ის უნდა კონცერტრირდეს კონკრეტულ პრობლემებზე, რომლის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება. უნდა წამოწიოს ისეთი თემები, სადაც "ოცნებას" მართლაც ბევრი აქვს დაშავებული. ეს არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, რომელსაც უშვებს. მას თუ უნდა იმ ამომრჩევლის გადმობირება, რომელსაც ჯერ არ აქვს მკვეთრი პოზიცია ჩამოყალიბებული, აქცენტი უნდა გააკეთოს უფრო რეალისტურ თემებზე. შიდა დაპირისპირება თუ ერთმანეთის ლანძღვა ნეიტრალურ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ნეგატიურად განაწყობს" - აცხადებს შარაშენიძე.

შეგახსენებთ, რომ NDI-ს წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 64%-მა ჯერ არ იცის, ან არ აღიარებს თუ ვის აძლევს ოქტომბრის არჩევნებში ხმას, ხოლო კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის შემოხაზავდნენ, 59%-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42