საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას ხურვალეთში განვითარებული მოვლენებით დაინტერესებას მოუწოდებს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, საგანგენგობო განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
,,მესამე დღეა რუსმა ოკუპანტებმა განაახლეს ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი. ფაქტობრივად სოფლის მოსახლეობა სრულიად დაუცველია.ამ ფონზე კი ჩვენი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი ამ დრომდე აქ არ ჩამოსულა.რას აკეთებს შერიგებისა და თანხმობის სამინისტრო?რას აკეთებს გორის მუნიციპალიტეტის მერი?ისინი დღეს აქ უნდა იდგნენ და ადგილიბრივ მოსახლეობას თანადგომას უცხადებდნენ,თუმცა ამის ნაცვლად ისინი ამომრჩევლის დაშინებით და მოსყიდვით არიან დაკავებულები.აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.სწორედ ამიტომ,მივმართავ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას,მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ,მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას,შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი და შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები",-განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






