"ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის" - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 12:49, 14 Sep, 2020     733

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და მთავრობის ნაბიჯებს ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, იმის მაგივრად, რომ კარანტინის რეჟიმი მთავრობას გამოეყენებინა იმისათვის, რომ მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისათვის, მათ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ადამიანების, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯიბეებს დაარტყეს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ თავის ქებით და ოპონენტებისთვის ტალახის სროლით არის დაკავებული, ხოლო ამ ყველაფერს კი გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად, შერჩევითად ჩაკეტეს ეკონომიკა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიადგა ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ყველაფერი მინიმუმ იმისთვის უნდა გაკეთებულიყო, რომ შემდეგში ხელისუფლება მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, რადგან ვირუსი რომ არ გაქრდებოდა ეს იყო ნათელი. ეხლა ირკვევა, რომ მთელი ეს დრო გამოიყენეს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტების მიმართ ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ კოვიდ საწოლებისთვისაც კიარ მომზადებულან, ახლა განაცხადა ქალბატონმა ტიკარაძემ, რომ საწოლების 65% შევსებული გვაქვს და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მოზადებისათვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა.

ახლა ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედხვას, არანაირ გეგმას და ისევ არალეგალური, კანონო, შერჩევითი გაუზარებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეების, წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომლითაც ვირუსს კიარ უშველიან, არამედ ისევ დაარტყვავს ყოველი მოქალაქის ჯიბეს და მათ მომავალს. ეს არის სურათი რასაც ვხედავთ, მხოლოდ ციფრებით მანიპულირება. ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება და არ შეუმსუბუქეს ტვირთი ადამიანებს, ამრიგად, თვენახევარში ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ჩვენ გვჭირდება ეს ცვლილებები და ევროპული საქართველო პირველ რიგში აპირებს, რომ გადასახადებმა დრამატულად დაიწიოს, ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი, დახმარებების გაორმაგება. რაც შეეხება პანდემიას, აქ რეალური გეგმის ქონა არის აუცილებელი, კოვიდ საწოლებისა და რესპირატორების შეძენა. ამ მთავრობას უნდა გაეკეთებინა ეს ამდენი თვის განმავლობაში და ამის მაგივრად ისინი თავის ქებით იყვნენ დაკავებულები.

ამ ყველაფერს შეცვლის ჩვენი მოქალაქეები და დადგება გარდამტეხი ცვლილებების დრო და სწორედ ევროპული საქართველოს გუნდს აქვს კომპასი და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ცვლილებები.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42