"ხმალივით მოქნეულმა" ფრაზამ კვაჭანტირაძე-ხაჩიძის "ფეისბუქ" დავა გამოიწვია
სოც.მედია - 10:47, 22 Nov, 2013     4970

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ფრაზად „გაასაღა“ ტექსტი, რომელიც „ხმალივით მოიქნია ტრიბუნაზე“: "ქალბატონმა მანანა კობახიძემ, თავის სიტყვაში წაიკითხა "ციტატა" მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან (ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა) ამის შემდეგ, პირადად მივმართე, რომ წყარო მიეთითებინა...

ქალბატონმა მანანამ, კოლეგა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან გადამამისამართა, მან ნახა ეს სტატიაო. მივმართე ბატონ კვაჭანტირაძეს. მითხრა ახლავე მოგიძებნიო. უკვე 40 წუთია ეძებს... ტექსტს, რომელიც ხმალივით მოიქნია ქალბატონმა მანანამ ტრიბუნიდან და მიხეილ სააკაშვილის ციტატად შემოგვასაღა. აი, ასე იქმნება "ჭეშმარიტების საკენკი" ჩვენი ძვირფასი მოსახლეობისთვის, "ქართული ოცნებისგან", - წერს გოგა ხაჩიძე.

აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პასუხობს: „აი, ასეთი სიმართლით დადიხართ (თქვენი ველოსიპედით) ამ ქვეყანაზე ჩემო ხაჩიძევ. ეს ვიდეო, რომელიც თქვენი გურუს სრული ლუსტრაციაა მე დიდი ხანია ავტვირთე აქვე, ჩემს გვერდზე და ქვემოთ თუ ჩაყვებით, ნახავთ, მაგრამ, რისი ნახვაც არ გსიამოვნებთ, რისი ნახვაც აშიშვლებს სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიას ამას თქვენ ვერც დაინახავთ. საძაგლობაა ამის მოსმენა, მაგრამ თქვენდამი პატივისცემის ნიშნად არ გაგაწბილებთ და აქაც დავდებ, განმეორებით. ასევე ყველანაირი სიამოვნების გარეშე გავუგზავნი ამ ვიდეოს ჩვენს საერთო მეგობრებსაც, ვისაც თქვენ სააკაშვილის ქება-დიდებით ყურები გამოუჭედეთ. იმას მაინც თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი დავგადადებული ადვოკატობით პასუხისმგებლობას თქვენ პირადად ასევე იზიარებთ იმ სიტყვებზე, რასაც სააკაშვილი ამ ვიდეოში ამბობს? ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, მოწოდება და დავალება ადამიანების განუკითხავად მოკვლისა და განადგურებისა. ფრთხილად იყავით, დაუფიქრებლად ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. დამიჯერეთ ერთხელ მაინც“, - წერს კვაჭანტირაძე.  


ვიდეო რომელზეც მანანა კობახიძე საუბრობდა: 

https://www.youtube.com/watch?v=TWYAZD3AeO8&feature=youtube_gdata_player





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42