"ლელო“ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ ტრანსატლანტიკური კომისიის დოკუმენტს შეუერთდა
პოლიტიკა - 10:55, 14 Sep, 2020     658
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუნსენის შემოთავაზების საპასუხოდ, „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს“ შეუერთდა. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია „სანდო არჩევნების ტრანსატლანტიკური კომისიის“ მიერ, რომელიც 2018 წელს დაარსდა ბატონი რასმუსენის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის, მექსიკის პრეზიდენტის ფილიპ კალდერონის, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ილვესის და სხვა აღიარებული ლიდერების მიერ. აღნიშნული დოკუმენტის ქვაკუთხედია პრინციპი - „არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას“. ამ ნაბიჯით „ლელო“ თავის წვლილს შეიტანს სიცრუის, დეზინფორმაციის და პირადი ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ძალისხმევაში. „არჩევნებში მონაწილეობისას არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას, კერძოდ: • არ დავამზადებთ, არ გამოვიყენებთ და არ გავავრცელებთ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებულ პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის. • თავიდან ავიცილებთ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის ფეიქ-ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრეცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს. • გამჭვირვალეს გავხდით ბოტური ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოვერიდებით ოპონენტებზე თავდახსმას ამ ქსელების, მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით. • აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ კიბერ უსაფრთოების გასამტკიცებლად და კიბერ შეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საარჩვენო კამპანიაში ჩართულ თანამშრომლების ჩავუტარებთ სწავლებებს მედია წიგნიერების საკითხებსა და რისკების განცობიერებაში. • გამჭვირვალეს გავხდით ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.“ აღნიშნულია დოკუმენტში, რაც დღეიდან „ლელოს“ სახელმძღვანელო პრინციპებიც გახდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42