ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას ერთამანეთს ადარებს. მას მოჰყავს ერთი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით სააკაშვილი ბოკერიაზე უკეთესი პოლიტიკოსია:
„მიშა სააკაშვილი რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი გახდა საერთო სახალხო ზეიმი გამოცხადდა საქართველოში.
გიგა ბოკერია რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი გახდა, შემთხვევით გავიგე ევროპის საბჭოს ვებგვერდიდან.
ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, თუ რატომაა მიშა სააკაშვილი გიგა ბოკერიაზე უკეთესი პოლიტიკოსი
PS. მოგვიანებით ვამატებ, როგორც ჩანს გაუგებრობაში მოყვა ხალხი - ახლა არ გამხდარან, მიშა 1999 წელს გახდა, გიგა 2005 წელს.
ახლა როგორ უნდა გამხდარიყვნენ, პარლამენტის წევრები არ არიან, შესაბამისად არც საპარლამენტო ასამბლეის წევრები“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






