"სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთ თანაგუნდელს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა და მუშაობა მკაცრი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“ - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 16:19, 13 Sep, 2020     1053

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ პარტიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი მის არცერთ თანაგუნდელსა და თანამშრომელს არ დაუდასტურდა, ამასთან, პარტიის ოფისებში დაცულია ყველა უსაფრთხოების წესი, შეზღუდულია დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობა, თანამშრომლების ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და ამომრჩეველთან შეხვედრა მკაცრი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

„ჩვენს პარტიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინ 50-მდე თანაგუნდელმა გაიარა ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება. ჩვენი სათაო ოფისისა და საბურთალოს ოფისის არც ერთ წევრს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ოფისის სამი წევრი, მათ შორის პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გაბისონია, მიუხედავა ტესტის უარყოფითი პასუხისა, რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი რამდენიმე დღით მოთავსებულები იქნებიან საკარანტინე სივრცეში. დღეს, დამატებით 40-მდე თანამშრომელი ლუგარის ცენტრში ტესტირებას გაივლის. დიდი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და აქტიურ კომუნიკაციაში არიან ჩვენთან, რათა დროულად და მყისიერად დაიგეგმოს ამ ადამიანების ტესტირება. ამავე დროს, ჩვენი ძალებით ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. ასე რომ, საფრთხეები მინიმიზირებულია და შესაბამისად, პერსონალთან მიმართებაში და ზოგადად, შენობაში მკაცრი რეგულაციებით ხდება მიღება: სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზობარიერის გამოყენება, ხელების სადეზინფექციო ხსნარითდამუშავება და აშ. და ასევე შეზღუდულია ოფისში თანამშრომლების რაოდენობაც, და ვიცავთ ყველა უსაფრთხოების წესს, “ - განაცხადასერგო ჩიხლაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42