გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა - ლევან თარხნიშვილი
პოლიტიკა - 15:59, 13 Sep, 2020     954

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ცესკოს გადაწყვეტილებას ეხმიანება დამოუკიდებელი წევრების არჩევასთან დაკავშირებით და მას არაკანონიერს უწოდებს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება და დამოუკიდებელ წევრებად დანიშნა ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები. თარხნიშვილი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ნუ ჩაყვებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ, რათა გაგვეფრთხილებინა კომისია და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. საუბარია იმაზე, რომ პარტიებზე ერთად გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა.

დღეს იგივე პროცესი დაიწყო საოლქო კომისიებში და ჩვენ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ გავაკეთეთ განცხადება და გავაფრთხილეთ, რომ გვაქვს სია იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მოვუწოდეთ საოლქო კომისიას, რომ არ აერჩიათ კონკრეტული წევრები მიუხედავად ზეწოლისა. პირველი შედეგი არის ის, რომ 11:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა გადადეს 12:00 საათზე, ალბათ, იმიტომ, რომ კონსულტაციებს გადიან.

იგივეს გაკეთებას ვაპირებთ სხვა ოლქებთანაც, სადაც საოლქო კომისიის სხდომები იმართება. იგივეს გავაკეთებთ და ზოგადადაც ვაფრთხილებთ ყველას, რომ იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, პოლიციელი, სუსი-ის თანამშრომელი თუ უბრალოდ აქტივისტი, ნუ ჩაიდენენ უკანონობას, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს წინ აღუდგება, აუცილებლად დამარცხდება პოლიტიკურად“, - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42