“მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, საბოლოოდ, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა“ - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 15:14, 13 Sep, 2020     1249

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამ ფონზე, მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დასაძალევად. ამასთან, ბუნდოვანია როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღეს ამ მიმართულებით მოქმედ მთავრობას უფრო მეტი ჩავარდნაა აქვს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია. შედეგად, მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ, სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, საბოლოოდ, მთავრობამ ვერც ეპიდემი მართა და ეკონომიკაც მოკლა.

“როგორ უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელსაც არ წარმოუდგენია დეტალური გეგმა რას ვშვრებით შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში. რა ნორმებს იმუშავებს სხვადასხვა სცენარისთვის? რას აპირებს მთავრობა გუშინ და დღეს დაკეტილ ასეულ ობიექტთან დაკავშირებით? რა მარაგები არსებობს ქვეყანაში დამცავი საშუალებების ან ტესტებთან დაკავშირებით? როგორ ფართოვდება დიაგნოსტიკური ქსელი, ლაბორატორიები? რატომ არ უხდის სახელმწიფო კლინიკებს და ლაბორატორიებს კუთვნილ ანაზღაურებას, მათ შორის კოვიდ კლინიკებს?“ - აცხადებს ჩიხლაძე და მთავრობისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან გაუცემელ კითხვებზე პასუხების გაცემას საჯაროთ ითხოვს.

„კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით თუ რა გააკეთა მთავრობამ ბოლო 5 თვის განმალობაში ვირუსის ახალ „ტალღასთან“ დასახვედრად, მითუმეტეს, რომ სეზონურ გრიპთან თანხვედრაში შესაძლოა საერთოდ უმართავი გახდეს სიტუაცია. მომზადების და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლები საწოლია მობილიზებული ვიდრე ეს აპრილში იყო. დღემდე არ ვიცით რა მარაგებია სამედიცინო აღჭურვილობასთან და სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, წამლების მარაგი რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მარაგი, გაიზარდა თუ არა თანამედროვე სტანდარტების მქონე ბოქსირებული პალატების რაოდენობა ქვეყანაში. კვლავ არაფერი გაკეთებულა საავადმყოფოების შიდა ინფექციების კონტროლის გასაუმჯობესებლად და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად, რომ მარტივი და უსიმპტომო შემთხვევები იმართოს პირველადი ჯანდაცვის დონზე. არ მომზადებულა არცერთი ახალი საინფორმაციო კამპანია ზაფხულის პერიოდში. კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და მოვუწოდებ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ გავხსნათ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია,“ - მიაჩნია ჩიხლაძეს და აცხადებს, რომ ამ ქმედებებით მთავრობა ყოვედღიურად კარგავს საზოგადოების ნდობას და პროცესიი საჯაროობას ითხოვს.

„სტრატეგია აღმაშენებელმა და გიორგი ვასაძემ ჯერ კიდევ აპრილ-მაისის პერიოდში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული ოთხი სხვადასხვა გეგმა, რომელიც მთავრობამ არცერთი არ გაითვალისწინა. ახლა კი შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა. საბოლოო ჯამში, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა. მადლობა კიდევ ერთხელ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ პირობებშიც თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42