"მთავრობა ნაცვლად იმისა, შეაჩეროს უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, დამკვირვებლის როლს ირგებს“ - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 15:11, 13 Sep, 2020     907

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეხმაურება აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ მოქმედ მთავრობას შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ აღელვებს და ამ ფონზე მხოლოდ დამკვირვებლის პოზიცია უჭირავს, ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნოს.

“რამდენიმე დღეა მთელი ქვეყანა ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მცოცავ ოკუპაციას, ბორდერიზაციას და კიდევ უფრო ამძიმებს ამით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას. დღეს დილიდან ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ისინი მხოლოდ ამ პროცესის დამკვირვებლის როლში გვევლინებიან და არ გააჩნიათ მოქმედების შესაძლებლობა, შეაჩეროს უკანონო ბორდერიზაცია და იზრუნოს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. რუსეთის მხრიდან გაძლიერებული მცოცავი ოკუპაცია კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქვეყანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სჭირდება ანტისაოკუპაციო სტრატეგია და ქმედითი ზომების მიღება პროცესის შესაჩერებლად,” - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42