გიორგი ვაშაძე - ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ
პოლიტიკა - 10:34, 13 Sep, 2020     3317



„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს და მიმართავს:


„ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლოაში არცერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ არც ერთი დაპირება, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყულია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის „იუნისფის" მონაცემებით,საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8.2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი,ვიდრე სომხეთში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონა ვირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა. არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ 45 მლნ ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც IDF-ის, Bellingcat-ის და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონა ვირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე, პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას.

ბატონო გახარია, სწორედ, ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისევე როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისადა ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა? 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ, საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის. ველი თქვენგან პასუხს და გელოდებითდებატებში!

ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!" - გიორგი ვაშაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42