მოსახლეობას მიმართეს პარტიის ლიდერებმა, მათ შორის გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქუთაისი წაიყვანა უკან და მას მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ქუთაისს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.
„თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ქართული ოცნების და ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში ეს არის ქუთაისი. ასევე ძალიან დაზარალდა წყალტუბო.
1 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ააყვავვებდა წყალტუბოს, რომ იქ დაცარიელებულ სასტუმროებს გახსნიდა ხელახლა და წყალტუბო აივსებოდა ტურისტებით. ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ეს დაპირებაც აღმოჩნდა ტყუილი.
დღეს ქუთაისის აეროპორტი, რომელიც დაეხმარა ძალიან ბევრ ადამიანს, რომ გამართულიყო წელში, არის სრულიად დაკეტილი. მრავალი ადამიანი დგას სიღარიბის ზღვარზე.
ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, გაიხსნება სხვადასხვა მსხვილი ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში, რაც იქნება გარდამტეხი ქუთაისის აეროპორტისათვის.
ასევე აუცილებლად გაიხსება სატვირთო ტერმინალი, რომელიც გაზრდის იმერეთის საექსპორტო პოტენციალს.
დღეს არის ცვლილებების დრო და ევროპულ საქართველოსთან ერთად ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება“ - გიორგი კანდელაკი
მასალის გამოყენების პირობები






