აპრილის შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა, მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო" - სერგო ჩიხლაძე მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე
პოლიტიკა - 20:55, 12 Sep, 2020     973

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შემქნილ ეპიდვითარებას აფასება და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტორი შექმნილი კრიზისული მდგომარეობისდასაძალევად. ასევე ბუნდოვანია როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო მეტიც, მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებით გაჯერებულ განცხადებებზეც საუბრობს.


„ჩვენ რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სფეროს და ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიას კოვიდ 19-ის წინააღმეგ საბრძოლველად ამისათვის ჩვენ ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. მათი გამოსვლები რომ შევაფასოთ, ხშირ შემთხვევაში, მათი ცალცალკე განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებითაა გაჯერებული. მთავრობის მტკიცებით, მობილიზებულია 784 საწოლი, მაშინ როცა, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 600 საწოლია მობილიზებული, უფრო მეტიც, აპრილში აცხადებდნენ,რომ 3 500 საწოლიამობილიზებული და კიდევ 10 000 მობილიზებააშესაძლებელი. როგორც ირკვევა, მათ მიერ დასახელებულ ციფრებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა, მით უფრო აპრილის მონაცემებსა და ახლანდელ მონაცემებს შორის. აპრილის შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო", - მიაჩნია ჩიხლაძეს.

მისივე განცხადებით, კოვიდ 19-თან სარძოლველად, ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჯანდაცვის სამინისტროს ივნისი-აგვისტოს ახალ სამოქმედო გეგმაში ამ საკითხს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია და ამ მხრივაც სერიოზული ჩავარდნა აქვს.

„განსაკუთრებით კი, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რეგულაციების შესრულებასა და ზედამხედველობაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ახალი საინფორმაციო კამპანია, კლიპი, სოციალური რგოლი და ა.შ. სამინისტროსგან მოსახლეობას არ მიუღია, მათ არ იციოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი ზაფხულში, ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა და ამას თავადაც აღიარებენ. კორონა ვირუსი არსად წასულა და ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმაზე ლაპარაკი რომ 10-15-20 და 30 შემთხვევა შეიძლება ყოველთვის იყოს, ესეც მისაღები მაჩვენებელია.სწორედ ამ პირობებში გვჭირდებოდა ჩვენ მეტი მობილიზება, მეტი ინფორმირებულობა და მთავრობის მხრიდან მეტი მომზადება, რომ გეომეტრიული პროგრესით არ წასულიყო დღეს არსებული ციფრები. კოვიდ შემთხვევები რა თქმა უნდა იქნებოდა, თუმცა არავინ ჰქმნის ილუზიას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი განულდებოდა ან სულ ერთ მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. სწორედ, მოსალოდნელი შედეგისთვის იყო საჭირო მომზადება," - აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანია და სპეციალური მომზადება რა თქმა უნდა, შეცვლიდა დღეს არსებულ შედეგს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42