ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალიაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს, ეს არის ჩვენი მიდგომა - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:53, 12 Sep, 2020     926

ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.

პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ბესიკ ყრუაშვული, ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.

ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინეს ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს „ხელშეკრულებას ხალხთან“ და „ვალდებულებათა ბარათს“

გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა, ეს იმ კონკრეტული გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს „ევროპული საქართველო“.

შეხვედრაზე, მოსახლეობას მიმართა პარტიის ლიდერმა, დავიტ ბაქრაძემ. დავიტ ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოებას აერთიანებს ცვლილებების მოლოდინი, ხოლო ამ ცვლილებებს მოიტანს ოქტომბრის არჩევნები.

„დღეს ყველას გვაერთიანებს, ერთი ცვლილებების მოლოდინი და გააზრება იმის, რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ამ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებსა და შვილებს, არ ექნებათ მომავალი. დღეს ჩვენ გვაერთიანებს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა.

ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალიაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს, ეს არის ჩვენი მიდგომა. გადასახადების შემცირება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემცირდება მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯი, სამაგიეროდ გაორმაგდება პენსია და სოციალური დახმარებები. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ და ვამბოთ, რომ ამ გარდამტრეხ ცვლილებებს იგრძნობს თითოეული ადამიანი.“ - დავით ბაქრაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42