პარლამენტი სრულად გადმოვა ქუთაისში და ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 18:39, 12 Sep, 2020     823

ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.

ოთარ კახიძის თქმით ევროპული საქართველოს წევრებმა, ქუთაისს რამდენიმე წლის წინ უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით და აეროპორტის აშენებით. კახიძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქუთაისს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა, რის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

კახიძემ იმ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც აპირებს ევროპული საქართველო ქუთაისში.

„ევროპული საქართველოს ლიდერებმა, ამ ქალაქს უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გადმოტანა და აეროპორტის ამოქმედება ქუთაისში სწორედ ჩვენი პარტიის წევრების ინიციატივა იყო.

სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლებამ წაართვა ამ ქალაქს იმედი და პერსპექტივა, თუმცა ეს შეიცვლება და ევროპული საქართველო კვლავ მოიტანს ამ ქალაქში გარდამტეხ ცვლილებებს.

პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი.

ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ამუშავდება და წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ასევე აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ ქალაქის საექსპორტო პოტენციალი.

ქუთაისი იქნება ქალაქი, რომელიც არ იქნება ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. ამ ქალაქს მიეცემა რეალური თვითმართველობა.

ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც მოიტანს ევროპული საქართველო და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე.“ -ოთარ კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42