ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს მზარდი ეკონომიკური კრიზისი კახელ გლეხებს მძიმე ტვირთად აწევთ, ხოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის ბენზინისა და დიზელის მაღალი ფასია. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმით, ხელისფლების შეცვლიდან პირველივე 100 დღეში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასი 25%-ით შემცირდება.
„შემოდგომა კახეთის სეზონია და ყოველთვის ვცდილობ ამ პერიოდში ხშირად ვიყო ამ მადლიან კუთხეში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მზარდი ეკონომიკური კრიზისი კახელებს მძიმე ტვირთად აწევთ, მხნეობას არასდროს კარგავენ და მზად არიან გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მშრომელი ოჯახებისთვის ბენზინის და დიზელის მაღალი ფასია, რაც ყურძნის ფასის გაუფასურების ფონზე, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. მე და ჩემი გუნდი აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელისუფლების შეცვლიდან პირველივე 100 დღეში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ღირებულება 25%-ით შემცირდეს და ამით გლეხებს შევუმსუბუქოთ სახელმწიფო წნეხი - დავუტოვოთ მეტი ფული ოჯახებში“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






