ამიტომ არის ცუდი მთავრობა კრიზისის დროს კიდევ უფრო უარესი - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 17:28, 12 Sep, 2020     779

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე, გაუარესებულ ეპიდვითარებას და მთავრობის რეაგირებას ეხმაურება.

ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლებამ დააპაუზა ეკონომიკა, მხოლოდ იმის გამო, რომ შეეჩერებინათ ეპიდემია, თუმცა როგორც აღმოჩნდა მთავრობას ეპიდვითარება გაექცა. კახიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის დაპაუზების გამო, ქუთაისი და მთლიანი საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია. კახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბერს ხალხმა უნდა გაისტუმროს არაკომპეტენტური მთავრობა და შემდეგში, გონივრული რეგულაციებით, უნდა აღდგეს ეკონომიკა და ამვდროულად, გამართულად უნდა იმუშაოს ჯანდაცვის სისტემამ.

„ამ წლის გაზაფხულზე, ქოცებმა მთელი ქვეყანა გააჩერეს, ათიათასობით სამუშაო ადგილი გააუქმეს, ეკონომიკა მინუსებში გაუშვეს, პრაქტიკულად გაანადგურეს ტურიზმის სექტორი.

ქუთაისში რეგულარული ფრენები გააუქმეს, ვიზეარი აიძულეს, რომ ადგილობრივი ბაზა დაეხურა, ტურისტი ქალაქში აღარ არის, სასტუმროების თანამშრომლები, გიდები, თარჯიმნები, მძღოლები და ა.შ. - შემოსავლის გარეშე, ბანკის ვალების პირისპირ არიან დარჩენილი.

და ეს ყველაფერი, როგორც აღმოჩნდა - სულ ტყუილად, მაინც გაექცათ ეპიდვითარება.

ამიტომ არის ცუდი მთავრობა კრიზისის დროს კიდევ უფრო უარესი.

კორონა ვირუსი ჩვენ გვერდით იქნება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. შემთხვევების მატება გარდაუვალია, ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იხდის ვირუსს, მცირე ნაწილს კი ჰოსპიტალური სექტორი მოუვლის.

ვირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მაგრამ მაინც უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ უმუშევრობა, უსახსრობა და სიღარიბე კორონა ვირუსზე გაცილებით საშიშია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

31 ოქტომბერს ეს მავნებელი და არაკომპეტენტური ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. შემდეგ გონივრული რეგულაციებით ეკონომიკა უნდა გავხსნათ და პარალელურად, ჭკვიანურად უნდა ვმართოთ ჯანდაცვის სისტემა.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის მალე ამოყვანას ქოცური ჭაობიდან.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42