თავდასხმა “ლელოს” წევრზე- "ოცნების" წევრებმა თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა განახორციელეს და მოსყიდვა ცადეს
პოლიტიკა - 13:02, 12 Sep, 2020     926
“ლელოს” საარჩევნო კამპანია, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებით და შანტაჟით მიმდინარეობს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ გვიან ღამით მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა განახორციელეს. პარტიაში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მუქარის ფაქტებს ასახავს. “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის , ირაკლი მატუას თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზა. “მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, მათი დახმარებით, მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი,”-აცხადებს ირაკლი მატუა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. მისი თმით “ლელო” ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის გასაჩერებლად. “ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც “ლელოა” დღევანდელი ფაქტიც არის იმის დასტური თუ რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის “ლელო” . ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას,”-აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42