ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:46, 11 Sep, 2020     1015
“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი აშშ-სა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ნათლად დასტურდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით. “ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, თუმცა ანაკლიის პროექტი გააჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. “სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიპლომატიური ენით არის გადმოცემული ის გარემოება, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს: შერჩევითი სამართალი, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და პროპორციული დავების არასწორად წარმართვა. რაც მთავარია, ანგარიშში ნათქვამია და გარკვევით წერია ხელისუფლების მიერ ანაკლიის განვითარებისთვის შეწყვეტილი პროექტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. თუ კარგად გაეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ პირდაპირ ჩანს ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ქვეყნიდან დღეს ინვესტიციები გაედინება და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ პროექტების განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩემს ქვეყანას,” - აცხადებს ჯაფარიძე და იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა რეგიონში მისი ფუნქცია. "ლელო საქართველოსთვის" მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის კარიბჭე. ეს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ საქართველოს წაართვა.”- აღნიშნა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42