ჩხოროწყუში "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარადგინა
პოლიტიკა - 16:23, 11 Sep, 2020     925
დღეს, 11 სექტემბერს ჩხოროწყუში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მისი ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ადგილობრივებს ლელოს “მარშალის გეგმის” მნიშვნელობა განუმარტა. “ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არის სერიოზული გადაწყვეტილება, წამოვედი ბიზნესიდან იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან. ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყანას გამოვიყვანთ სიღატაკიდან, ნეპოტიზმიდან და უიმედობიდან. ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, რადგან ლელოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი ხედვები აქვთ და დავამარცხებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებულმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” ეს ქვეყანა მიიყვანა. მინდა დავამარცხოთ შიში, რადგან უამრავ ადამიანს ვხვდებით და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით არიან, მაგრამ ეშინიათ, სოციალური დახმარება არ მოუხსნან. 30 წლის წინ საქართველომ იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ეს თავისუფლება “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩაკლას მოსახლეობაში, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ. არც იმის ნებას მივცემთ, რომ რუსეთისკენ წაგვიყვანონ და რუსული პოლიტიკა მოგვახვიონ თავს. სანამ ამას საბოლოოდ არ დავასრულებთ, ვერ მივალთ სრულ თავისუფლებამდე,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძის თქმით, ქვეყნის შენება იმ აუცილებელი პროექტებით უნდა დაიწყოს, რომელიც დასავლეთისკენ წაგვიყვანს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. “ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც “ლელოს” დამფუძნებლებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. “ლელოს” “მარშალის გეგმა”, საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სხვა რელსზე წაიყვანს, ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ახალი კომპანიების შენების გამოცდილება, ისე, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირვებია, ახლაც იგივეს ვგეგმავთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,”-აცხადებს ხაზარაძე. ადგილობრივებს თამარ ბელქანიამ მიმართა და მათ თავის პოლიტიკურ ცხოვრებასა და შეხედულებებზე ესაუბრა, ბელქანიამ, მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რომლის განხორციელებასაც “ლელოსთან ერთად გეგმავს. “არასდროს ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და “ლელოში” კი იმიტომ მოვედი, რომ ვენდობი მათ და ვიცი, რომ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ წარმართავენ. მთელი სამყაროს წინაშე დავდგები ოღონდ სამეგრელო გამოვიდეს ამ გაჭირვებიდან და მე ამას ლელოსთან ერთად გავაკეთებ,”-განაცხადა თამარ ბელქანიამ. “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და“ლელოსთან” ერთად რეგიონში სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა. “მე ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელმაც იცის, ეს ქვეყანა ჭაობიდან როგორ ამოიყვანოს, არათუ ამოიყვანოს, არამედ ზუსტად იცის, როგორ ატაროს იმ გზით, რომელიც წარმატებას მოუტანს. ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, სჭირდებათ კარგი განათლება, ყველა ოჯახს შემოსავალი და ქვეყანას ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები კი “ლელოა” თავისი რეალისტური გეგმით და დიდი გამოცდილებით,”-აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42