"სპორტი პოლიტიკის გარეშე" - ლელომ აქცია გამართა
პოლიტიკა - 15:45, 11 Sep, 2020     708

დღეს ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ აქცია გამართა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ბუაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს ქართული ოცნების არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც, მისივე თქმით, მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას.

"ლოგიკური იქნება, თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები გაიმართება 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ. აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები. დღეს ყრილობა მიმდინარეობს უსამართლოდ და ყოველგვარი წესების დარღვევით, ამ დროს კი ქართული ოცნების სახელით ლერი ხაბელოვი, სიის გარეშე დარჩენილი ადამიანი, აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას. ის ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, რომ მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა და გააგრძელოს ის კორუფციული საქმიანობა, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მისი კორუფციული საქმიანობა ცნობილია, მან ერთ-ერთი სპორტული ფედერაციის მეშვეობით, საკუთარ სასტუმროს 1,6 მლნ. ლარი გადაურიცხა. ეს არის ცალსახა და დადასტურებული მიტაცება ჩვენი ბიუჯეტის რესურსის. სპორტი უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი", - განაცხადა საბა ბუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42