"ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს"- პრემიერი
პოლიტიკა - 15:13, 11 Sep, 2020     1523
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა ეპიდვითარებას მართავს.

"დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მართავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი ღონისძიებები და სიმკაცრე არ უნდა გამოვავლინოთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დადგენილი წესების შესრულებაში დისციპლინის გამოჩენაა"- თქვა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა მზად არაა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დააწესოს.
"ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ", - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით უახლოეს პერიოდში საქართველოში დღეში 10 000-მდე PCR ტესტირება გაკეთდება და ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება უაახლოეს დღეებში 3 000 საწოლი იყოს მზად საავადმყოფოებში.

"ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულების დისციპლინა. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი"- დასძინა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42