პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოცნების სიას ეხმაურება.
იგი ამბობს, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ უკვე ძალიან წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ . ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს.
მისი ბოლო განცხადების შემდეგ კი, შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც ტიკ- ტოკის ნახვის შემდეგ - ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება!
ამას გარდა,უმთავრესი!
როდესაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ხდება ფორსმაჟორული და როდესაც კოვიდის ასეთი შემოტევა გვაქვს, მაინტერესებს როდის შეივსება კოვიდ 19-ის ფონდი, სადაც მილიონობით ლარი იყო მობილიზებული, რომელიც მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ სახელით, სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენა და ახლა სრულიად გამოცარიელებულია?!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






