ეს არის გუნდი, რომელიც შერჩეულია არა იმ პრინციპით, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ და ამ ჭაობიდან გამოიყვანოს, არამედ, იმ პრინციპით, რომ უტყვად შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის დავალებები - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:51, 11 Sep, 2020     645

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ქართული ოცნების საარჩევნო პატრიულ სიას ეხმიანება.

სერგი კაპანაძის თქმით, გუნდი, რომელიც გუშინ ქართულმა ოცნებამ წარადგინა, არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს გუნდი შეირჩა იმ პრინციპით, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ერთგულები არიან. სერგი კაპანაძის თქმით, ქართულ ოცნებას გუშინდელ პრეზენტაციაზე არ წარუდგენია არცერთი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. კაპანაძის თქმით, ქართული ოცნებისგან ევროპული საქართველო განსხვავდება იმით, რომ ამ გუნდს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

„გუნდი, რომელიც გუშინ წარადგინა ქართულმა ოცნებამ, არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ეკონომიკური კრიზისდან, რაც დღეს გვაქვს. ეს არ არის გუნდი, რომელიც დაძლევს სიღარიბეს, ეს არ არის გუნდი, რომელიც შეაჩერებს მიგრაციას, ეს არ არის გუნდი, რომელიც გაზრდის ხელფასს და მეტ ფულს დაუტოვებს ოჯახებს. ეს არის გუნდი, რომელიც შერჩეულია არა იმ პრინციპით, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ და ამ ჭაობიდან გამოიყვანოს, არამედ, იმ პრინციპით, რომ უტყვად შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის დავალებები. ამიტომ არ ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანების უმრავლესობას, ან ვიცნობთ მათი ივანიშვილის მიმართ ერთგულებით და არა სხვა კრიტერიუმით. განსხვავება ევროპული საქართველოს გუნდსა და ამ გუნდს შორის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა წინ როგორ წავიდეთ, ჩვენ ვართ ფოკუსირებული არა რაღაც ერთგულებაზე, არა ერთი ადამიანისადმი დამორჩილებაზე, არამედ სწორ ხედვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. საგულისხმოა, რომ გუშინ, პრეზენტაციაზე, არცერთ სპიკერს არ უსაუბრია გეგმებზე, ხედვებზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42