დავით ბაქრაძემ წნორის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა
პოლიტიკა - 12:36, 11 Sep, 2020     813

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წნორის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამაც გააცნეს. დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ადამიანებს აერთიანებთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად მოვა. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ კომპეტენცია, გამოცდილება და სწორი ხედვა მომავლისკენ.

„დღეს საქართველოში ძალიან განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებთ ერთი საერთო მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით. ხალხს სჭირდება ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც წერტილს დაუსვამს უიმედობას, უკუსვლას, სიღარიბეს და გაჭირვებას და ქვეყანას წაიყვანს წინ. სწორედ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია, ის რაც დღეს აერთიანებს ქართულ საზოგადოებას და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა. ამიტომ აქვს ევროპულ საქართველოს გეგმა, ვალდებულებაც და ამბიციაც იმის, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იქნება გზამკვლევი და კომპასი სწორი ცვლილებების და სწორი განვითარების გზაზე და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც უახლოესი 1 წლის განმავლობაში არჩევნებიდან, მოიტანს ხელშესახებ უკეთესობას და პროგრესს ყველა იმ გაჭირვებასთან და საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს და პირველ რიგში, იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს ხალხს, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ქართულმა ოცნებამ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„დღეს ჩვენ შევხვდით სიღნაღის რაიონის მოსახლეობას, პარტიის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად. ვისაუბრეთ დღევანდელ პრობლემებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია გარდამტეხი ცვლილებები. ხელისუფლება უნდა წავიდეს და ის უნდა შეცვალონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ გამოცდილება და კომპეტენცია. ამრიგად ყველას მოვუწოდებ როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, მოვიდნენ არჩევნებზე, შევცვალოთ ხელისუფლება და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი.“ -განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42