მოჩვენებითი თავდაჯერებულობა და ბევრი საუბარი "უპირობო გამარჯვებაზე".
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გზა, რომელიც მმართველმა პარტიამ აირჩია, ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
ივანიშვილის პოლიტიკურ სვლას და ოლიგარქის ფსონს, "ნიუპოსტთან" პოლიტილოგი ნოდარ ხარშილაძე აფასებს.
"პირველი ხუთეულის გარდა, დანარჩენი სპორტის ფედერაციაა ჩვეულებრივი. ამ პირველ ხუთეულს თუ შევხედავთ, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, თუ ამათმა მოიგეს არჩევნები. გაგრძელდება ისევ უკუსვლა, ეკონომიკის შემცირება, სიღარიბე. "ოცნება" იგივე ხალხს სთავაზობს საზოგადოებას, ვინც ამ დღეში ჩააგდო ქვეყანა და ის ციფრები, რაც დღეს გვაქვს - უმუშევრობის, განადგურებული ეკონომიკის, ლარის გაუფასურების, საგარეო ვალების გაზრდის კუთხით, ეს ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება და ამას გვთავაზობს "ქართული ოცნება" და მოსალოდნელიც იყო, პრინცპიში. ძალიან სახიფათოა, თუ მათ შეძლეს რაიმე ხერხებით ქვეყნის სათავეში დარჩენა"- განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, ივანიშვილმა კულისებიდან მართვის სტრატეგია აირჩია:
"ივანიშვილი არც კადრულობს რაიმე პასუხისმგებლობის აღებასა და თავისი სტატუსის ფორმალიზაციას, მისთვის სრულიად საკმარისია ის, რომ შიგნიდან მართოს და, შესაბამისად, ის დარჩება კიდეც ყველანაირი ფორმალური პასუხისმგებლობის გარეშე ხალხის წინაშე"- თქვა ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






