ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:42, 10 Sep, 2020     919

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს

ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგებლები, ევროპული საქართველოს ამომრჩეველს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა და მას დაემუქრნენ. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის კანონდარღვევა და ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

„საუბარია ვანიკო რონიკაშვილზე, რომელიც არის ოცნების დეპუტატი საკრებულოში, ქალბატონ ლელა ლუგაშვილზე, რომელიც არის ქართული ოცნების საარჩევნო უბნის უფროსი ხიდისთავის ზონაში და ამ ადამიანებმა სცადეს ზეწოლა განეხორციელებინათ ჩვენ წარმომადგენელზე, შალვა ქვრივიშვილზე, და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საარჩევნო კამპანიის შეჩერებისაკნენ მოუწოდეს.

მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანები, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნუ ეთამაშება ცეცხლს მთლიანად ქართული ოცნება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის მათ მოეთხოვებათ პასუხი მთელი სიმკაცრით.

ამ ფაქტში ცინიკური არის ის, რომ გაუგებარია რითი ემუქრებოდნენ ბატონ შალვას. ეს ადამიანი არის ომის ვეტერანი და გამოვლილი აქვს თითქმის ყველა ომი საქართველოსთვის და მას 3 წლის წინ ჩამოართვეს სოციალური დახმარება. დღეს ის არის უმუშევარი და რასაც ის იღებს არის ვეტერანის სასაცილო, სამწუხაროდ, დახმარება. შესაბამისად, გაუგებარია რითი ემუქრებოდნენ მას, იმედია ეს არ იყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.

ამრიგად, ვაფრთხილებ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ნუ გადაყვებიან ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება არის განწირული დამარცხებისათვის 31 ოქტომბერს და შესაბამისად, ნუ ჩაყვებიან სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მოეგონ გონს და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით.“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42