ევროპული საქართველო წევრი, გიორგი კანდელაკი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამნეტის ანგარიშს ეხმაურება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ქართული ოცნების წევრები, ტრადიციულად, არ აქცევენ ყურადღებას მსგავსი ანგარიშებიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს მიმართ უნდობლობამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლებში.
„ქართული ოცნების წევრებს, ტრადიციულად, გამორჩებათ ხოლმე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსგავსი ანგარიშებიდან. კერძოდ, ამ ანგარიშში ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს პოლიტიზების და მთლიანად სასამართლოს საკითხზე. ეს, რათქმაუნდა, პირდაპირ აისახება ჩვენ ხალხზე, მოქალაქეებზე, რადგან სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, რამაც თავისმხრივ გამოიწვია ლარის ვარდნა, სხვა უბედურებებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანას.“ - აცხადეს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






