დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით, მერიებიდან საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ - ნანა ტოხვაძე
პოლიტიკა - 18:49, 10 Sep, 2020     1339

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის თქმით სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს და მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტით სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნენ პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ 2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. ტოხვაძის განცხადებით სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით გამოკვეთილია ხარხვეზები, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ

„ 2020 წელს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სასერთიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს. მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. სერთიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნენ პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ 2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით. საუბარია რესურს ცენტრების მოურიდებელ ჩარევაზე სამეურვეო საბჭოების საქმიანობაში, რათა სხვადასხვა სქემითა და მექანიზმით "გაიყვანონ" სასურველი კადრი სკოლის დირექტორად. იგივე მავნე პრაქტიკა დადასტურდა მასწავლებელთა დასაქმების ნაწილში დირექტორთა გადაცდომებზე. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში „პედაგოგთა დაქირავება საქართველოში: INTES-შეფასება“, საუბარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან სკოლების საკადრო საკითხებში ჩართვის შესაძლო ფაქტებზე.სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე.

საბედნიეროდ, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენი გუნდის ხედვა, პირდაპირი წესით არჩეული სკოლის ლიდერები ერთ-ერთი ეფექტიანი გამოსავალია, რასაც კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან, საექსპერტო წრეებთან და ჩართულ მხარეებთან ერთად ნახევარ წელზე მეტია აქტიურად განვიხილავთ და ვაჯერებთ პოზიციებს“ - ნანა ტოხვაძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42