11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:29, 10 Sep, 2020     5145

ვერძი

სავარაუდოდ, პირადი ან პროფესიული საქმეების გამო შორეულ ადგილებში მოგიწევთ გამგზავრება, სადაც ძველი მეგობრები სიყვარულით შეგხვდებიან. თუ ავად ხართ, დღეს საქმე გამოჯანმრთელებისკენ წავა. კარგი იქნება, თუ გარემოს შეცვლაზე იფიქრებთ, ეს ახალი ინფორმაციით და შთაბეჭდილებებით აგავსებთ. რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ საკუთარ ავადმყოფობაზე და სწრაფად გამოჯანმრთელდებით.

კურო

ეს დღე შეცდომებს განასახიერებს, შესაბამისად, შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს სერიოზული დოკუმენტები და მოლაპარაკებები. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

ტყუპები

დღეს ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ, მაგრამ თაყვანისმცემლებთან ახლო ურთიერთობის დამყარება გიჭირთ. თუ ერთმანეთს იდეალურად ეწყობით და ბევრი საერთო ინტერესი გაქვთ, შესაძლოა, მშვენიერი და სამაგალითო ოჯახი შექმნათ.

კირჩხიბი

დიდი მონდომებისა და პრინციპულობის წყალობით შეძლებთ უსიამოვნებების დაძლევას. ამჟამად სამსახურში უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ოჯახში, ამიტომ იძულებული ხარ, სამსახურებრივ საკითხებს მეტი დრო დაუთმო. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომელიც ამ დღეს მოგეცემათ. შინაგანად მოემზადეთ გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. ნუ დანებდებით, თუ პირველივე ცდაზე არ გამოგივათ.

ლომი

ამ დღეს თქვენი იდეები რეალურ სახეს შეიძენს. სამსახურებრივი პრობლემების მოგვარებაში ახლო ნათესავები ან ნაცნობები დაგეხმარებიან. დადგა დრო, წინასწარ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას შეუდგეთ.

ქალწული

თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან პირობების გაუმჯობესება გსურთ, სექტემბრის მეორე ნახევარი ამისთვის შესაფერისი დროა. გირჩევთ, საქმე სამომავლოდ არ გადადოთ.

სასწორი

გამორიცხული არაა, ახალმა ინფორმაციამ ან მნიშვნელოვანმა საუბარმა თქვენი გეგმები შეცვალოს. ამ დღეს პლანეტების განლაგება ეჭვიანობისკენ განგაწყობთ, რაც ოჯახის სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, საღამოს მომხდარს უფრო მშვიდად შეაფასებთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია. არსებობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და გახსოვდეთ, რომ მისი მდგომარეობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ დიეტისა და გამაჯანსაღებელი ვარჯიშების დაწყებაზე იფიქრებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს განსაკუთრებულად კომუნიკაბელური ხართ, ამიტომ შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებულად ჩაივლის. თქვენი ცხოვრების აზრი თვითგანვითარებაში მდგომარეობს.

თხის რქა

ამ დღეს მოკრძალებულობით არ გამოირჩევით და მზად ხართ, თქვენი მზარდი სექსუალურობის მიმართ ხელმძღვანელი პირების ინტერესი საქმის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეცადეთ, ადამიანების ნდობით ბოროტად არ ისარგებლოთ. თქვენმა გაუცნობიერებელმა მერკანტილობამ შეიძლება მგრძნობიარე ადამიანები გაანაწყენოს.

მერწყული

ცოლქმრული ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს სახლს სიყვარულით აავსებს. სახლის საქმეებს თავს ადვილად გაართმევთ. წყალმომარაგებისა თუ კანალიზაციის სისტემაში შექმნილმა პრობლემებმა ხასიათი არ უნდა გაგიფუჭოთ. მით უმეტეს, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

თევზები

შესაძლოა, სიყვარული გეწვიოთ და სამყარო ვარდისფერ ფერებში დაინახოთ. მთავარია, საკუთარ ემოციებში გაერკვიოთ. დანარჩენს, თქვენს ნაცვლად, ბედი გააკეთებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42