ფაქტია, რომ ყველანაირი სიკვდილი ამ ხელისუფლების მიერ არის დაშვებული, გარდა კოვიდისა, რადგან აქ არსებობს პოლიტიკური მდგენელი და ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურს - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 18:08, 10 Sep, 2020     828

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.

გიგი უგულავას თქმით, პამდემიის პერიოდში, მთავრობამ მოგუდა მთლიანად ეკონომიკა და ამვდროულად, ეპიდემიოლოგიური ვითარებაც მძიმდება. უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანების ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე და მათთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლითაც ისინი იწერენ პოლიტიკურ დივიდენდებს.

„უკიდურესი სიბეცე და თავისი თავის მოტყუებაა იმის არ შემჩნევა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი.ეს ჩანს ციფრებით, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით და განსაკუთრებით ეს ჩანს ჩვენ სოფლებში, სადაც გაუსაძლისი უბედურება ტრიალებს. ამას ემატება მუდმივი დაშინება ხელისუფლების მხრიდან და ის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში არ სჯერა ხელისუფლების, ეს ისევ ხელისუფლების ბრალია. როდესაც იყო პანიკა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება კორონას საკითხს იყენებდა პოლიტიკური დივიდენდების არათუ დასაწერად, არამედ ოპოზიციასთან საბრძოლველად.

ფაქტი არის ერთი, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა თავისი პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა კოვიდით. რას მოიმოქმედებს ეს ხელისუფლება, ძნელად პროგნოზირებადია, თუ გადაიდება არჩევნები, ხელისუფლებისთვის ეს იქნება დანგრევის ნიშანი, არ გადაიდება და ის დგას რეალური პრობლემის წინაშე. რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა, თუ პანდემია მასთან თანაცხოვრების მანძილზე უნდა გადაძლეულიყო. ასევე, თუ თანაცხოვრება იყო გამოსავალი, ის რაც მთელმა მსოფლიომ გააკეთა, ჩვენთან პირიქით, ამოგუდვის გზით წავედით და საზოგადოებამ დაინახა, რომ აქ არის პოლიტიკური მდგენელი და ამის გამო აღარავინ იცავს იმ წესებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში იცავენ.

ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ ერთჯერადად ხელისფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს და საბოლოო ჯამში, ამის საზღაურს იხდის ადამიანი, ჩვენო ოჯახები ეკონომიკურად და ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ციფრი არის მზარდი და არანაირი გეგმა ჩვენ ხელისუფლებას არც ეკონომიკიდან კრიზისის გამოსვლის და არც რეალური მართვის გეგმა არ აქვს.

ერთადერთი გამოსავალი არის ცვლილებები, დრამატული და გარდამტეხო ცვლილეები არჩევნებზე, მხოლოდ ეს შეძლებს ადამიანს დაუბრუნოს იმედი მომავლის, რამაც შეიძლება საფუძველი შეუქმნას ეკონომიკის განვითარებას. ფაქტია, რომ ყველანაირი სიკვდილი ამ ხელისუფლების მიერ არის დაშვებული, გარდა კოვიდისა, რადგან აქ არსებობს პოლიტიკური მდგენელი და ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42