როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებიდან - ანი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:00, 10 Sep, 2020     946
პარტია "რეფორმერის" გენერალური მდივანი, განათლების ექსპერტი ანი ჯაფარიძე იმ რისკებზე და საფრთხეებზე აკეთებს განცხადებას, რაც არსებობს ბავშვებისთვის კიბერსივრცეში, რომელიც არ კონტროლდება.

ანი ჯაფარიძე ( "რეფორმერის" გენერალური მდივანი ) : იმისთვის, რომ კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ ჩვენი შვილები, მთავარია მეტი კომუნიკაცია ბავშებთან. ამას გარდა არსებობს კომპიუტერის კონტროლის უამრავი იაფ ფასიანი ან სრულიად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა (Parentalcontrols). საკმარისია დაინტერესდეთ და Google-ის მარტივი ძიებით უამრავ ასეთ პროგრამას იხილავთ რეიტინგებით და მარტივად გასაგები აღწერილობით. ძებნაში მიუთითეთ Parentalcontrolsან Childcontrol, internetsafetysoftware.

გამოვიყენოთ ოპერაციული სისტემის შეზღუდვები, როგორც კომპიუტერზე, ისე სმარტფონებზე (მაგ. Apple-ის მოწყობილობებზე ScreenTime). ეს ინფორმაციაც თავისუფლად მოძიებადია როგორც სტატიების, ისე ვიდეო გაკვეთილების სახით თითქმის ყველა ენაზე.

უსაფრთხოების დამატებითი არსენალისთვის შევიძინოთ WiFiმოწყობილობა ParentalControl ფუნქციებით, რომელიც ბაზარზე მრავლდაა. არ დავჯერდეთ მხოლოდ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის მიერ მოწოდებულ აპარატურას.

ბავშვის კომპიუტერი უმჯობესია იყოს მისაღებ ოთახში ან საზიარო სივრცეში, სადაც ბავშვს არ ექნება კომპიუტერის სხვაგვარად გამოყენების ცდუნება და თავიდანვე მიეჩვევა ტრანსფარენტულობას, ამგვარი დეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ფსიქოტიპის ფორმირებაში და მათ შემდგომ სამუშაო ეთიკაზეც კი აისახება. დააწესეთ ლიმიტი კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებაზე

კომპიუტერი და ინტერნეტი დღეს თითქმის ყველას აქვს, მაგრამ განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფანჯარა ყველასთვის იგივე დატვირთვას არ ატარებს. სამწუხაროდ ხშირად, ნაცვლად დისტანციური განათლების თუ ბიზნესის კეთებისა და დასაქმების გრანდიოზული პერსპექტივები ნაცვლდება აზარტული თამაშებით, პორნოგრაფიით და ინტერნეტის სრულიად უსარგებლო გამოყენებით. ნაცვლად იმისა, რომ იმ უამრავი საფრთხეების გამო, რომლებიც დღეს არის და იქნება, უარი ვთქვათ ტექნოლოგიებზე და მათი დემონიზება მოვახდინოთ, უმჯობესია გამოვიყენოთ მათი პოზიტიური მხარე. დემონიზებით, ხისტი აკრძალვებით და ტაბუებით გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად უფრო მიმზიდველს გავხდით მანკიერებებს, საკუთარ შვილებს უარს ვათქმევინებთ მართლაც უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოუყენებლობით ან არასწორი გამოყენებით კონკურენტულ მომავალ თაობაში პოზიციებს დავაკარგინებთ."

ანი ჯაფარიძის განცხადებით, მშობლებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე შვილებისთვის უსაფრთხო და უზრუნველი გარემოს შექმნაა. "სწორედ აქ არის ჩვენი მთავარი როლი. ისევე როგორც სხვა დანარჩენ ყოფით საკითხებში, აქაც მოგვეთხოვება ვიყოთ მაგალითი, როლური მოდელი შვილებისთვის, ბავშვებს ტექნოლოგიების სარგებელი უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაგალითზე." -აცხადებს "რეფორმერის" გენერალური მდივანი, ექსპერტი განათლების საკითხებში ანი ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42