საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.
ეს ჯილდო უწმინდესს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა, რომელიც თბილისში იმყოფება.
"საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი, და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის", - ბრძანა პატრიარქმა.
მსოფლიო იურისტთა ასოციაცია წელიწადში ერთხელ მსოფლიო მასტშაბით საერო და სასულიერო წრეებიდან ორ ადამიანს არჩევს და მას მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის აჯილდოებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, საერო პირებიდან წელს ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ყოფილი პრემიერი ჯილდოს ხვალ მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






