2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ყოველწლიურად აჯამებს ბიზნეს გარემოს 164-ქვეყანაში, მათ შორისაა საქართველოც.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღწერს საქართველოში არსებულ საკონონმდებლო ბაზას ეკონომიკისა სხვადასხვა სექტორის მიმართ, ასევე, პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
"ბიზნესისა ინვესტიციების საქართველოში ხელსაყრელი პირობებია, თუმცა ზოგიერთი ბიზნესის საუბრობს მზარდ უნდობლობაზე ქართული სასამართლო სისტემის მიმართ." - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ "პრობლემას წარმოადგენს კომერციული დავების დროული, დამოუკიდებელი და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება. ზოგი დავა სასამართლოებში წლების განმავლობაში გრძელდება."
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს "გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განსაკუთრებით მუნიცაპალურ დონეზე." ასევე საუბარია "ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აღსრულების სირთულეებზე, სამართლიანი კონკურენციისთვის არასაკმარის საკანონმდებლო ბაზაზე, პრობლემად რჩება ეკონომიკური საკანონმდებლო ნორმების შერჩევითი გამოყენება და სირთულეები წარმოიქმნება საკუთრების შესახებ დავების გადაწყვეტისას."
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ცნობით, ისინი მუშაობენ ამ გამოწვევების მიმართულებით და ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო კვლავაც რეგიონის მოწინავე ქვეყანაა.
ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესრულება მისი ინიცირების დროიდან, 2016 წლის შემდეგ მრავალჯერ გადაიდო და შეიცვალა. მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის კონსორციუმთან, იმ მიზეზით, რომ კონსორციუმმა პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო კაპიტალის მობილიზება ვერ შეძლო, თუმცა საქართველოს მთავრობის ცნობით, მათთვის პროექტი კვლავაც პრიორიტეტულია." - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფლო დეპარტამენტის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






