"ხელისუფლებამ ისე გაანიავა მილიონობით ლარი, რომ დღეს სკოლები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ელემენტარულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ" - ნინო კვიტაიშვილი
პოლიტიკა - 15:38, 10 Sep, 2020     870
"სასწრაფო და გადაუდებელი ზომების გატარების ნაცლად, ხელისუფლებამ ისე გაანიავა მილიონობით ლარი, რომ დღეს სკოლები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ელემენტარულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი 81 სკოლის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებების ვერ დაკმაყოფილებას.

"შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.

სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს.

სასწავლო პროცესი უკვე მე-7 თვეა შეჩერებულია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას მთელი რესურსი ყველაზე პრიორიტეტული, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიემართა, რათა სკოლებს სწავლის გაგრძელება შეძლებოდათ.

სასწრაფო და გადაუდებელი ზომების გატარების ნაცლად, ხელისუფლებამ ისე გაანიავა მილიონობით ლარი, რომ დღეს სკოლები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ელემენტარულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა განათლების ბიუჯეტი 127 მილიონი ლარით შემცირდა, ფრაქციის სხდომაზე ჩვენ ეკონომიკის მინისტრს ვკითხეთ იქნებოდა თუ არა უზრუნველყოფილი სკოლებში ინფრასტრუქტურული, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების მოგვარება. მან განაცხადა, რომ არსებული პრობლემები: საპირფარეშოების მოწესრიგება, წყლის მიწოდება და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური მწვავე და უმნიშვნელოვანესი საკითხები, სექტემბერში ფაქტობრივად გადაჭრილი იქნებოდა, რაც „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

რაც შეეხება შერეული ფორმის, ანუ ნაწილობრივ დისტანციურ სასწავლო პროცესს, რასაც ასევე აანონსებს ხელისუფლება და რომელშიც განათლების სამინისტრომ წინა სასწავლო წელს კრახი განიცადა და ათასობით ბავშვი დარჩა განათლების მიღმა, ახლაც ისევ განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან დღემდე ბავშვებისთვის ინტერნეტისა და ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემა არ გადაჭრილა.

შესაბამისად, დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა ათასობით მოსწავლე დარჩება, რაც რა თქმა უნდა, სოციალურ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას უსვამს ხაზს."- აცხადებს ოპოზიციონერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42