"55 არა, 75 % ნამდვილად აქვს "ოცნებას", ოღონდ უარყოფითი განწყობა" - დავით ჭიჭინაძე ახალი, განსხვავებული კვლევების გამოქვეყნებას აანონსებს
პოლიტიკა - 15:10, 10 Sep, 2020     770


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე სულ მალე, სრულიად განსხვავებული კვლევების გამოქვეყნებას აანონსებს.

იგი აცხადებს, რომ „55 % არა 75 % ნამდვილად აქვს „ოცნებას“, ოღონდ უარყოფითი განწყობა.

„ ჩვენც ვატარებთ კვლევებს, სადაც სულ სხვა ციფრებია.

200 ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე, „ქართული ოცნების „ რეიტინგი 37-38 %-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო.

„ევროპულ საქართველოს“ კი, თბილისის რიგ უბნებში, პულსი საერთოდ არ ესინჯება.

„ოცნების“ ეს რეიტინგიც, კოვიდთან ბრძოლის კამპანიის ფონზეა, როდესაც ხალხს იმას უყვებიან, როგორ დაამარცხეს ვირუსი და პარალელურად 200-300 ლარს ურიცხავენ.

რეალურად კი, „ოცნების“ ხელისუფლება აქაც არღვევს კანონს, რადგან ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და უსინდისოდ იბრალებენ, რომ ეს „ოცნების“ ფულია.

არადა ეს დარიგებული ფული არის ვალი, რომელიც ქვეყანას დაედო და რომელიც ისევ ჩვენი გადასახდელია და არანაირი კავშირი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ ვითომ „გულუხვობასთან“;

ეს დარიგებული ფული, არ არის გამომუშავებული, ეკონომიკის მიერ გენერირებული, რაც მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს და მყიდველობითი უნარის უფრო დაკარგვას და ეს ისედაც შემოსავალდაკარგული ადამიანების და პენსიონერების ხარჯზე.

და უმთავრესი!

თუ კოვიდის მართლა ასეთი აფეთქებაა, როგირც ამბობენ, როდის უნდა შეავსონ ის ფონდი რომელიც სწორედ კოვიდთან საბრძოლველად შეიქმნა და რომელიც ასე გამოშიგნეს და გაანულეს?!“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42