"კალაძემ და მისმა გარემოცვამ ჩვენი მხარდამჭერები ათასობით ლარით უკანონოდ დააჯარიმა, ამ ქმედებამ ვერ გაჭრა და ფიზიკური თავდასხმა დააორგანიზეს“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:33, 10 Sep, 2020     898

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მხარდამჭერებს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან უცხო პირები დაესხნენ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს მათ მხარდამჭერებზე იძალადოს.

„თავდასხმა მოხდა ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტრის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარის ჯარიმა უკვე გამოუწერეს ჩვენს ახალგაზრდებს, ესეც სრულიად უკანონოდ. ამ ქმედებამ ვერ გაჭრა და როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმა ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეომასალაში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ არ აპირებდა პოლიცია თავდამსხმელების დაკავებას, ასევე კარგად ჩანს თუ როგორ მივიდნენ თავდამსხმელები ჩვენს სარეკლამო ბანერთან და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს ახალგაზრდებს, – აცხადებს გიორგი ვაშაძე და მიაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება, რომელიც კარგად მიუთითებს თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას გეგმავს დამსხვრეული ოცნებების პარტია.

„მე მინდა პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებას არ გაგივათ ხალხნო, თქვენი არავის არ ეშინია. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ვიდეომასალაში, ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ჩვენს მოქმედებებში. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენი ხანი ითხოვდნენ ამ ადამიანის დაკავებას ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ და რამდენი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდა პოლიცია დაეკავებინათ თუ არა ის. როგორც ჩანს გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. ეს არის დაუშვებელი, ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას შევეგუოთ ამ არჩევნების პერიოდში და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ დამსხვრეული ოცნებების პარტიას: თუ თქვენ ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას, მიიღებთ ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან,“ - მიმართავს ვაშაძე მოქმედ მთავრობას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამასთან, აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებზე ძალადობის ფაქტებმა იმატა.

„მოვითხოვთ, ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე და შეეშვით ძალადობას. ქვეყანაში ასე უკანონოდ პარპაშის დრო გეწურებათ, დაგრჩათ სულ რაღაც, ორ თვეზე ნაკლები. მესმის, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკების ინტერესების ლობირება, მესმის რომ არ გინდათ ხალხს რეალურად აუხსნათ, თუ რატომ იხდის დღეს პენსიონერი უსამართლოდ მაღალ 36%-ს სამომხმარებლო სესხში. მესმის, რომ თქვენ არ გინდათ აუხსნათ ქართულ ბიზნეს თუ რატომ არ ეხმარებით ამ უმძიმესი კრიზისის დროს და გინდათ, რომ ასეთი თავდასხმებით შეაშინოთ ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები. თქვენი არავის ეშინია და ეს არ გაგივათ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ გვაქვს უმკაცრესი რეაგირება, მონიტორინგზე გვყავს ეს თქვენი უკანონო ქმედებები აყვანილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე. რა ძალაც არ უნდა დაგვიპირისპიროთ ჩვენ ძალადობაში არ აგყვებით, მშვიდობიანად გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან, რადგან თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც სიღარიბისთვის, გაჭირვებისთვის, ძალადობისთვის და კრიმინალისთის გაწირა ეს ქვეყანა. კორუმპირებულები ხართ და ერთადერთი ინტერესი გაგაჩნიათ: დაიცვათ საკუთარი ჯიბე. ეს აღარ გაგიგავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და პრინციპულად ყველა უსამართლობას გავაპროტესტებთ, რაც დღეს ქვეყანაშია, ეს ყველაფერი აღმშენებლობის იდეის გამარჯვებით დასრულდება,“ -განაცხადა გიორგი

ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42