ჩვენ ყველა მსგავს ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე
პოლიტიკა - 13:29, 10 Sep, 2020     765
ჩვენ ყველა მსგავს ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების“ ზონდერების მიერ ზუგდიდში „ლელოს“ ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მამუკა ხაზარაძემ ის პირები დაასახელა, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ იყვნენ დაქირავებული და პარტიის ღონისძიებაზე შემოჭრა სცადეს. „ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ასევე, ცნობილია სუს-ის იმ თანამშრომლების სია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ „ლელოს“ წევრების შევიწროებას და რომლის სახელებსაც უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებენ. „გუშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერებისგან. ჩვენ მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში „ლელოს“ პროვოკაციას. ესენი არიან სხადასხვა აიპ-ის თანამშრომლები: ქალბატონი მანანა მაქაცარია - ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. რონალდ მაქაცარია - სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია - კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია - ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ. მე მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და კერძოდ მათ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მსგავსი მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს საარჩევნო კამპანიების ჩასაშლელად იყენებს. „პირადად მე ბოლო 30 წელია ყველაზე მსხვილი შემავსებელი ვარ ბიუჯეტის, ეს თანხა კი იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. ასევე, გუშინ ღამით სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დაამტვრიეს. ეს ფაქტები გრძელდება. სუს-ის თანამშრომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და წარმოვადგენთ მათ სიას, ვინც დასდევს ჩვენი პარტიის თანამშრომლებს და არბევს. ეს არის გუშინდელი საქართველო და ასეთი ადამიანები და ქმედება არავის არ სჭირდება, ქვეყნის სათავეში მდგომი ასეთი ადამიანებისგან საქართველოს გავწმენდთ,“-აცხადებს ხაზარაძე. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „ლელოს“ მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს“ ღონისძიება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42