ივანიშვილის პოლიტიკური ფსონი და ოლიგარქის რელიგიურ-მისტიური გზავნილი - "შეიძლება, ღმერთი სიაში იყოს სადმე?"
პოლიტიკა - 13:06, 10 Sep, 2020     3803
გახარია, თალაკვაძე, ღარიბაშვილი, წულუკიანი - „ქართული ოცნება“ დღეს პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს.

სიის ოცეულის წევრებზე და სიის მიღმა დარჩენილებზე "ნიუპოსტი" უკვე წერდა - როგორც ჩანს ოლიგარქმა ფსონი ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურებზე გააკეთა თავად კი კულისებში დარჩენა ამჯობინა. რატომ? - ამის გარკვევას "ნიუპოსტი" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან შეეცადა.

ასევე ნახეთ: - "ოცნების“ სიაში ივანიშვილი არ არის - ვინ არიან ოლიგარქის რჩეულები

ვინ ვერ მოხვდა "ქართული ოცნების“ სიაში (ჩამონათვალი)

ექსპერტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კონკრეტული პერსონების განხილვა „ქართული ოცნების“ სიის ჭრილში არ იქნებოდა სწორი, რადგან პარტიას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს:

„მე არ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული პერსონების განხილვა „ქართული ოცნების“ ჭრილში, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთი ადამიანი, დანარჩენი ყველაფერი ტყუილია.

რაც შეეხება გახარიას ნომერ პირველ კანდიდატობას, ის ალბათ იმიტომ არის სიის თავში, რომ ივანიშვილს უნდა თავისი რელიგიურ-მისტიური გზავნილი შეინარჩუნოს, რომ ის არსად არ არის, მაგრამ სინამდვილეში ყველა პოლიტიკურ პროცესებს მართავს.

„ქართული ოცნება“ ხომ რელიგიად ჩამოყალიბდა და შეიძლება, ღმერთი სიაში იყოს სადმე? აქედან გამომდინარე, ალბათ ამ ლოგიკით აირჩია გახარია პირველ ნომრად და საკუთარი თავი არ შეიყვანა სიაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა ნიუპოსტთან საუბარში.

ავტორი: ლილე შუკვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42