გიგი წერეთელი- ეუთოს სადამკვირვებლო მისია აუცილებლად ჩამოვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე
პოლიტიკა - 12:41, 10 Sep, 2020     587

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისისების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ჩამოვიდნენ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები, რათა მოხდეს დარღვევების მინიმიზაცია და არჩევნების საბოლოოდ ლეგიტიმაცია.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეუთოს დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ. პანდემიის პირობებში ძალიან გართულებულია არჩევნების მონიტორინგი. ეუთომ მხოლოდ ახლა გაგზავნა შეზღუდული მისია მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე და ეს პროცესი განახლდა. ამიტომ , დიდი იმედი მაქვს , რომ ოქტომბერში დამკვირვებლები აუცილებლად ჩამოვლენ"- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კოპენჰაგენში იმყოფება და ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სწორედ მომავალ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხს სხვა ლიდერებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილავს.

მისი განცხადებით, ეუთოში გადაწყვეტილება მიღებულია და უკვე ოფიციალური მიმართვა გაეგზავნა ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციას დამკვირვებელთა მობილიზების თაობაზე.

გიგი წერეთლის განმარტებით, დამატებით ორგანიზაციულ სირთულეს 3 ნოემბერს ამერიკაში დანიშნული არჩევნებიც ქმნის , სადაც აშშ ხელისუფლების მიწვევით ეუთო- ს მისია მიემგზავრება.

" საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ეუთოსათავის პრიორიტეტულია, ამიტომ სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს რაც შეიძლება მეტი გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლის გასაგზავნად. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დაკვირვების შეუფერხებლად განხორციელებას. ბელორუსში განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ეუთოს რეკომენდაციების შესრულება და სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ადგილზე გადამწყვეტი ფაქტორია"- განაცხადა გიგი წერეთელმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42