“ქართული ოცნების“ ზონდერები ზუგდიდში "ლელოს“ ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლას ცდილობდნენ
პოლიტიკა - 22:14, 09 Sep, 2020     2016


ზუგდიდში „ლელოს“ მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს“ ღონისძიება.

მათ მამუკა ხაზარაძეს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა 1981-1993 წლებში ეროვნულ მოძრაობასთან და იყო თუ არა სიმართლე მერაბ კოსტავასთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელზეც ერთ დროს გაზეთი ასავალ-დასავალი წერდა. მამუკა ხაზარაძე მათ მიერ დადგმულ პროვოკაციას არ აჰყვა, ხოლო კითხვებს ზედმიწევნით, არსებული რეალური ფაქტების საფუძველზე უპასუხა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 60 მოწმის დაკითხვისა და ფაქტების წარდგენის საფუძველზე გაზეთს სასამართლო მოუგო, ხოლო ასავალ-დასავალსა და მის ჟურნალისტს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერთან მას შეხება არ ჰქონია.

„ამ საკითხზე სამი წლის წინ გაზეთმა ასავალ-დასავალმა და ცრუ მოწმეებმა დაიწყეს ცილისწამება. მე პირადად შევიტანე სასამართლოში სარჩელი და მოვიგე. სასამართლო ჩატარდა, დაიკითხა 60 მოწმე, რომელიც სასამართლოში იყო დაბარებული. ის გაზეთი, რომელმაც ხალხი შეიყვანა სიცრუეში, დაჯარიმდა. ის ჟურნალისტიც დაჯარიმდა და ფულადი კომპენსაციაც დააკისრეს. არსებობს სასამართლო დასკვნაც. ეს ფული კი მოვახმარეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და ჟურნალისტიკას, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა, ემუშავათ სამართლიან გარემოში. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, ის უდიდესი ადამიანი არ მინახავს 100 მეტრის სიახლოვესაც კი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ცნობისთვის, წლების წინ, ასავალ-დასავალის მიერ გამოქვეყნებულ ცრუ სტატიაში ნახსენები იყო, რომ თითქოს 1989 წელს, მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული მოძრაობის ლიდერ მერაბ კოსტავას.

თუმცა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი გამოკვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ მამუკა ხაზარაძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ამ ფაქტებთან და ხაზარაძე გაამართლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42