გიგი წერეთელი - ყველა შეხვედრაზე მოსახლეობისგან მესმის, რომ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია
პოლიტიკა - 21:32, 09 Sep, 2020     1123

ევროპული საქართველოს მაჯორიტარობის კანდიდატის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთლის თქმით, დღეს საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია, სოფლებში არის მძიმე ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. წერეთელი აღნიშნავს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს ახალ, განვითარების იმპულსს ქვეყანაში.

„საარჩევნო შეხვედრებზე ყველასგან მესმის, რომ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო ოქტომბერში. არსებული ვითარების შენარჩუნება ხელისუფლების და მათი აქტივისტების გარდა არავის სურს.

ადამიანებს სამუშაო და ელემენტარული საცხოვრებელიპირობები არ აქვთ, წყალს შორიდან ეზიდებიან, ბევრ სოფელში საშინელი გზებია, პენსია და სოციალური დახმარება ყველაფერზე გაზრდილი ფასების გამო არაფერში ყოფნით, მუდმივი ვალები მძიმედ აწევს თითქმის ყველა ოჯახს. ამავდროულად ხედავენ არასწორად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებს და უყურადღებობას ადგილობრივი ხელისუფლების , რომელთაც ახლა მხოლოდ საარჩევნო ხმები აინტერესებთ.

დაუცველობას და უიმედობას გრძნობს უმეტესობა. ამიტომ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს ახალ, განვითარების იმპულსს ქვეყნისთვის და ისევ საინტერესოს გახდის საქართველოს მსოფლიოსათვის.დაბალი გადასახადები, მცირე ბიუროკრატია, სანდო სასამართლო, საზოგადოების დაცული უფლებები, საშუალებას მოგვცემს სწრაფი ეკონომიკური წინსვლის და სიღარიბის შემცირების.“ - აცხადებს გიგი წერეთელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42