ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაანიავა ქართველი ხალხის ქონება - გიგლა მიქაუტაძე
“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე მთავრობის მიერ თელასში 25%_იანი წილის მიზერულ თანხად გაყიდვას გამოეხმაურა. როგორც მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ქართველი ხალხის ქონება. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა და დღეს სახელმწიფო აქტივი კონკურენციის გარეშე გასხვისდა. “ საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ჩვენი, ხალხის ქონება და თელასში 25%-იანი წილი მიზერულ ფასად გაყიდა. ერთი წლის წინ გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიზნესჯგუფი, რომელმაც დღეს შეიძინა ეს წილი, აპირებდა თელასის ყიდვას, თუმცა მაშინ მთავრობა უარყოფდა ამ ფაქტს. ამიტომ ვსვამ კითხვას, რა შეიცვალა მას შემდეგ, რატომ აღმოჩნდა ასე სასწაფოდ აუცილებელი შუა კორონა ეპიდემიის დროს, როდესაც ზოგადად შემცირებულია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, სასწაფოდ, ერთ თვეში გაყიდულიყო ეს აქტივი”-განაცხადა მიქაუტაძემ. “ამასთან, დაბალი იყო საწყისი ფასი - დაახლოებით 10 მილიონ დოლარი, მაშინ, როდესაც თელასის 75% 1998 წელს გაიყიდა 25 მილიონ დოლარად. მას შემდეგ კომპანიაში განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დღეს ამ პირობებში სახელმწიფო ამბობს, რომ ის 25%-იანი წილი, რომელიც დარჩა ქვეყანას, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ღირს. ეს ცალსახად არის კორუფციული და საეჭვო და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ,”-განაცხადა მიქაუტაძემ და მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა, კონკრეტულად კი, გახარიასგან ელოდება პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი სასწაფოდ თელასში სახელმიწფო წილის გაყიდვა და რატომ ასეთ დაბალ ფასად. ის მოითხოვს, გასაჯაროვდეს აუდიტორული დასკვნა და ყველა იმ კომპანიის სია, რომელიც სახელმწიფომ აუქციონში მოიწვია, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. გიგლა მიქაუტაძემ მიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ შეაჩერონ მიმდინარე პროცესი, შეიწავლონ კარგად და დასვან იგივე კითხვები, რასაც სვამს “ლელო” და სანამ არ მიიღებენ პასუხებს, ტანზაქცია არ ჩათვალონ შესრულებულად. “მე მინდა გითხრათ, რომ ლელოს “მარშალის გეგმის” მიხედვით სახელმწიფო კომპანიები განკერძოვდება გამჭვირვალე გზით. ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, როდესაც სახელმწიფო ქონება გასხვისდება მხოლოდ საფონდო ბირჟის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მცირე წილი მაინც შეიძინოს სახელმწიფო ქონებიდან. ამით დავასრულებთ სახელმწიფო ქონების მიტაცება-განიავების მანკიერ ტრადიციას საქართველოში” - განაცხადა მიქაუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






