"წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯა გადაწყვიტა" - ნინო კვიტაიშვილი
პოლიტიკა - 17:54, 09 Sep, 2020     1695
"წინასაარჩევნოდ ხელისუფლება თავის ძველ მეთოდს მიმართავს და ამჯერადაც, სკოლის დირექტორების დასჯა გადაწყვიტა" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი სკოლის დირექტორების გათავისუფლებას.

მისივე თქმით, სკოლებთან დამშვიდობება მოუწიათ იმ

დირექტორებს, რომლებიც პროფესიონალები არიან, მაგრამ არა მორჩილები.

"განათლების სამინისტრო გენერალურ ინსპექციას, ეფექტურ სადამსჯელო იარაღად ვეღარ იყენებს მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელა და რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. სწორედ ამიტომ, ახლა ახალი მიდგომა შეიმუშავა.

გუშინ სკოლის დირექტორებს, რომელთაც უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოეწურათ, გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები დაეგზავნათ.

გამოცდილი და კვალიფიციური, მაგრამ არა მორჩილი, პროფესიონალები სკოლებს დაემშვიდობნენ, მაშინ, როცა მათსავე ზოგიერთ კოლეგას, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დასარჩენად განცხადების დაწერა შესთავაზეს.

შესაბამისად, განათლების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებლის პოზიციაზე, მისთვის მისაღები კადრები დანიშნა/დატოვა" - აღნიშნავს კვიტაიშვილი და დასძენს, რომ

ეს გადაწყვეტილება არის სრულად დისკრიმინაციული და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

"გამოცდილ პროფესიონალთა სისტემიდან ჩამოშორება საჯარო სკოლებს, რომელთაც პრობლემები ისედაც უხვად აქვთ, დიდ ზიანს მიაყენებს.

თავისი ნაბიჯებით ხელისუფლება ყოველდღიურად გვიდასტურებს, რომ ხელმოცარულია და გარდაუვალი მარცხის მოლოდინში, ძალაუფლებას საჯარო სექტორიდან მისთვის მიუღებელი კვალიფიციური ადამიანების მორჩილი კადრებით ჩანაცვლებით ებღაუჭება"- ამბობს კვიტაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42