ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 15:53, 09 Sep, 2020     918

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი გულავა გაეროს საკვები პროგრამის 2020 წლის შიმშილის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის 8.2% არასრულფასოვნად იკვებება, რაც ევროპის მასთაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

გიგი უგულავას თქმით, ეს სტატისტიკა რეალურია, რაც ჩანს ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლებში. უგულავამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილის გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, ხოლო სხვა ადამიანები ღარიბდებიან. უგულავას თქმით, ამ ყველაფრის აღმოფხვრას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომელიც რაც შეიძლება მალე და უმტკინვეულოდ უნდა მოხდეს.

„სამწუხაროდ, როგორც წესი, გარედან შეძახილი გვჭირდება იმ სტატისტიკისთის, რასაც ხშირად შიგნით ვერ ვხედავთ ხოლმე. როდესაც გაივლი საქართველოს სოფლებში, დაგხვდება უამრავი ცარიელი მიტოვებული სახლი, კანტი-კუნტად, მარტოხელა მოხუცებულები, უპატრონოდ დატოვებულები და ბავშვები, რომლებიც აქა-იქ დარბიან. ასეთი მძიმე სურათი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, განსაკუთრებით კი სოფლებში, გვაგონებს 90-იანი წლების სურათს. ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელსაც მართავს მილიარდელი. ივანიშვილის პირობებში ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ასტრონომიული სისწრაფით მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ასტრონომიული სისწრაფით ღარიბდება. ამ სტატისტიკის მიხედვით, 8.5% არასრულფასოვნად იკვებება და რომ ვნახოთ ქვეყნები გარშემო, მაგალითად უკრაინა იქ მაჩვენებელი 3.5%-ია. სომხეთშიც ეს ციფრი 2.5%-ია, იმ ქვეყანაში, რომელიც მოქცეულია ეკონომიკურ თუ სავაჭრო ბლოკადაში. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩვენშია, შესაძლებელია, რომ რეგიონის მასშტაბით არსებობდეს იგივე პრობლემები, თუმცა როდესაც ჩვენ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გვაქვს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი სიღარიბის მაჩვენებელი, ეს პირდაპირ დაკავშირებლია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მილიარდერის პირობებში, გაღარიბდა ქვეყანა, გაიზარდა საგარეო ვალი, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ და გამოსავალი არის ერთი, დრამატული გარდამტეხი ცვლილებები, რაც შეიძლება მალე და უმტკინვეულოდ. „ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42