"ივანიშვილს, გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები" - მედეა მეტრეველი
პოლიტიკა - 15:14, 09 Sep, 2020     1006

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის მეშვეობით Unicef-ის კვლევას ეხმაურება, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყანაში ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს.

"თუ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისევე, როგორც 2018 წელს, ამჯერადაც ენდობა Unicef-ის კვლევებს, მაშინ პრემიერი გიორგი გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები. Unicef-მა 21 აგვისტოს გამოაქვეყნა საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე ანგარიში, რომლის მიხედვით, ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკის შემთხვევაში ეს ციფრი 37.8%-ით გაიზრდება. მიზეზი ბევრია - პირველ რიგში, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და გაჩერებული ეკონომიკა, რომლის ამუშავების კონკრეტული გეგმა საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. სოციალური დახმარებები იყო 4 თვით დაგვიანებული, თვითდასაქმებულების დიდმა ნაწილმა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ვერ მიიღო კომპენსაცია,
განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც პროგრამები არც კი შეეხო,- აცხადებს მეტრეველი.


"ლელოს" ლიდერი და პარტია მოუწოდებს მთავრობას, თვითმმართველობების და სოფლების დონეზე მოახდინოს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების და ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და ანტიკრიზისული სოციალური დახმარების პროგრამებში მათი ჩართვა, რომ არც ერთი ოჯახი და ბავშვი, რომელიც შიმშილის პირას არის, არ დარჩეს სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, შეწყდეს მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში შერჩევით ჩართვა და მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება. ნუ გამოიყენებთ პანდემიას ადამიანებზე ზეგავლენის იარაღად და ნუ სარგებლობთ ასე უღირსად მოსახლეობის გაჭირვებით,"- წერს მედეა მეტრეველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42